9 ოქტომბერი, 2022

ნიკოლოზ ვაჩეიშვილი: “ძალიან ცუდი ამბებია გელათიდან”

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის ნიკოლოზ ვაჩეიშვილის განცხადებით, გელათის ტაძრის ფრესკები უმძიმეს მდგომარეობაშია:

“ძალიან ცუდი ამბებია გელათიდან.

დავით აღმაშენებლის დროს გაწყობილ ღმრთისმშობლის მოზაიკაზე დაიწყო ზედაპირის ცვენის პროცესი. ტაძარში ჩასულმა წყალმა მოაძრო წმინდა მარიამის თვალთან მონაკვეთი. ეს ყველაზე სუსტი ადგილი იყო მოზაიკაზე, ადრე ტონირებული, ამიტომაც ჯერ ის ჩამოვარდა. ლაქები გარშემოც გამოიკვეთა. ჩამოცვივდება სმალტებიც. ჩანს, რომ პროცესი ინტენსიურია.

სურათებზე: პირველ ფოტოზე ნაჩვენებია წმინდა მარიამის ახლადდაზიანებული სახე. შეადარეთ მეორე – 2007 წლის და 2020 წელს გადაღებულ ფოტოებს, სადაც მოზაიკა ჯერ კიდევ დაუზიანებელია!

საუკუნის დანაშაულია!”