30 ოქტომბერი, 2022

ირინა ონაშვილის ისტორიული გამარჯვება

“მის საქართველო 2003”-ის ტიტულის მფლობელმა მოდელმა ირინა ონაშვილმა საკუთარი შესაძლებლობები რადიკალურად განსხვავებულ საქმეში მოსინჯა – ავტომრბოლელი გახდა და მონაწილეობა მიიღო პოლ რიკარდის ფორმულა 1-ის ტრეკზე.

ირინამ თავის მეწყვილესთან მევლუდ მელაძესთან ერთად ისტორიულ გამარჯვებას მიაღწია – მსოფლიოს ჩემპიონატზე საფრანგეთის ქალაქ მარსელში საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის მიერ გამართულ ავტოსპორტის მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ირინა ონაშვილმა და მევლუდ მელაძემ ავტო სლალომის სახეობაში მიიღეს მონაწილეობა და მესამე ადგილზე გავიდნენ. ქართული ავტოსპორტის ისტორიაში ეს უდიდესი წარმატებაა  – ქართველმა მრბოლელებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი მედლები დაიმსახურეს.