16 ოქტომბერი, 2022

განსაკუთრებული ჯილდო კახა ქორიძეს

თემოს როლის შემსრულებელს რეზო ჩხეიძის ფილმში “ღიმილის ბიჭები” – კახა ქორიძეს – განსაკუთრებული ჯილდო მიანიჭეს.

პრემია მას საზეიმო ვითარებაში მარჯანიშვილის თეატრში თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის “საჩუქარი” მესვეურებმა გადასცეს.