გამორჩეული ჯილდო გოჩა კაპანაძისთვის

ცხინვალის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს გოჩა კაპანაძეს ყაზახეთში გამორჩეული ჯილდო მიანიჭეს.

რეჟისორი ალმაატაში მეორე საერთაშორისო ფესტივალზე “ისაბეკოვის სამყარო” საუკეთესო რეჟისორად დაასახელეს.

ცხინვალის თეატრმა ამ ფესტივალზე ორი პრიზი მიიღო: გოჩა კაპანაძემ საუკეთესო რეჟისურისთვის და ლელა მახნიაშვილმა – ჟიურის სპეციალური პრიზი – ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის სპექტაკლში “ქალბატონი მსახიობი”.