29 ოქტომბერი, 2022

გაიზიარეთ ნატალია ქუთათელაძის სიხარული

მეცო სოპრანომ ნატალია ქუთათელაძემ მონაწილეობა მიიღო ოპერის მომღერალთა  საერთაშორისო კონკურსში “operalia”, რომელიც მაესტრო პლასიდო დომინგოს პატრონაჟით ტარდება. კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზდა ნიჭიერ მომღერლებს.

საუკეთესოთა შორის დასახელდა ნატალია ქუთათელაძე. მან კონკურსის ფინალისტებთან ერთად გალა კონცერტზე იმღერა.