21 ოქტომბერი, 2022

ალექსანდრე ზაზარაშვილის ამერიკული ტურნე

უნიჭიერესი ქართველი მომღერლის ალექსანდრე ზაზარაშვილის შემოქმედებაში კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლეა – ამერიკის შეერთებული შტატების საკონცერტო ტურს იწყებს.

“ბიჭი ოცნებით” – “A Boy With Dream” –  ასე დაარქვა პირველ შოუ კონცერტს. 19 ნოემბერს ალექსანდრე მსმენელს  ნიუ ჯერსიში ელოდება, 2 დეკემბერს კი –  ფილადელფიაში.

უკრაინული საბავშვო ხმის ქართველი გამარჯვებულის კონცერტი იქნება არა მხოლოდ უმაღლესი დონის პერფორმანსებით სავსე საღამო, არამედ შოუ ალექსანდრეს ცხოვრების შესახებ.

სამომავლოდ მომღერალი კონცერტებს ჩიკაგოში, ნიუ იორკში, სან ფრანცისკოში, ვაშინგტონსა და ამერიკის სხვა ქალაქებში გამართავს.