17 სექტემბერი, 2022

ტარიელ ჭანტურიას უზუსტესი სიტყვები

„მორიგი გაკვეთილი შვილიშვილებისათვის” – ასე ჰქვია პოეტ ტარიელ ჭანტურიას უზუსტესი ჩანაწერს:

,ყველაზე მეტი ერთმა ბრმამ იხილა.
იმიტომ, რომ ის ბრმა – ჰომეროსი იყო.
ყველაზე უკეთ ერთმა ყრუმ გაიგონა.
იმიტომ, რომ ის ყრუ – ბეთჰოვენი იყო.
ყველაზე შორი გზები ერთმა კოჭლმა მოიარა.
იმიტომ, რომ ის კოჭლი – ბაირონი იყო.
ყველაზე მარჯვედ გულში ერთმა ცალხელამ ჩაგვიკრა.
იმიტომ, რომ ის ცალხელა – სერვანტესი იყო.
ყველაზე ბრძნული სიმღერა ერთმა გიჟმა იმღერა.
იმიტომ, რომ ის გიჟი – გალაკტიონი იყო.
ყველაზე ახლობლად ის შორებელი გვექცა, ვინც არასდროს გვინახავს.
იმიტომ, რომ ის შორებელი – რუსთაველი იყო…“