ეროვნული იმპერატივისა“ და „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის“ პროექტი „ილია 185 – თბილისის ცის ქვეშ“ , რომელიც თბილისის ყველა რაიონში, ღია სივრცეებში ილია ჭავჭავაძის საიუბილეოდ ღონისძიებების გამართვას მოიცავს, დღეს, 16 სექტემბერს ვაკის რაიონში განხორციელდება.
მზიურის პარკის ქვედა სივრცეში, მინდორზე (ვერეს ხეობის მხარე) 16 სექტემბერს, 18 საათზე გაიმართება ილია ჭავჭავაძის თემაზე საჯარო ლექცია, რომელსაც წაიკითხავს მწერალი, საზოგადო მოღვაწე როსტომ ჩხეიძე და ისაუბრებს ილიას შესახებ მისივე ავტორობით გამოცემულ წიგნზე „მუხა უდაბნოში“, ლიტერატურულ ნაწილს კი შეასრულებს მსახიობი გიორგი სალუქვაძე.
პროექტი 12 სქტემბერს დაიწყო და 22 სექტემბრის ჩათვლით თბილისის ყველა რაიონს მოიცავს, სადაც ყოველდღიურად სხვადასხვა ლოკაციაზე, სხვადასხვა მონაწილეების მიერ იქნება წარმოდგენილი შემეცნებითი და ლიტერატურული აქტივობები ილიას თემაზე.
უკვე 17 სექტემბერს, 18 საათზე, დიდ დიღომში, მე-3 მიკრორაიონში მდებარე ახლადრეაბილიტირებულ სკვერში (მირიან მეფის ქუჩა, წრესთან) მეხუთე ღონისძიებაა დაგეგმილი, სადაც საჯარო ლექციას „ილიას ფენომენი“ წარმოადგენს რეჟისორი, დრამატურგი გიორგი სავანელი, ოთარ ჭილაძის პროზის მიხედვით ილიას მკვლელობის ლიტერატურულ კომპოზიციას შეასრულებს მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ვალერ კორშია.
ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.
პროექტის მხარდამჭერია ქალაქი თბილისის მერია.