მომღერალი ნატო გელაშვილი არაჩვეულებრივი პოეტია. მის ლექსებს ერთგულ მკითხველთა დიდი არმია ჰყავს.
“არტ ინფო” მომღერლის ერთ-ერთ ლექსს გიზიარებთ:
“გადავივიწყო მინდა ოდესღაც,
მიტოვებული შენგან.. აპრილი,
როცა ნუგეშად აღარ მომესმა
ხმა საყვარელი..ხმა გადაღლილი…
გადავივიწყო ძნელია ალბათ
მიტოვებული … თოთო ნუგეში…
ოოო.. როგორ მინდა აქ იყო ახლა
ისევ ჩაგიკრა ძლიერ უბეში…
გადავიღალე!!!….. დღეს შენეული
სევდა მომაწვა… ისევ ..გინატრე…
ძნელია ალბათ იყო… ეული..
უფრო ძნელი კი… ასე გიყვარდეს…
გ ა დ ა ვ ი ღ ა ლ ე…………”