ვახტანგ ჯავახაძე ის პოეტია, რომლის შემოქმედებაც აქტუალობას არასდროს დაკარგავს.
“არტ ინფო” მის ერთ-ერთ ლექსს “პუტინი – პითონი” გთავაზობთ:
“აფხაზეთს ეპუტინება,
ოსეთსაც ეპუტინება,
ორთავეს ეპუტუნება,
ორთავეს ეპოტინება,
თითქმის მოგუდა ჩეჩნეთი:
ახრჩობს და ეპიტონება:
მონებად ებატონება:
გონება ებეტონება!
ჩვენ? – დედა ჩვენც გვეტირება,
თუ არ დავდექით ტინებად!”