20 აგვისტო, 2022

ფესტივალი „ღამის სერენადები“40 წლის  იუბილეს აღნიშნავს

ბათუმი-თბილისის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ 2022 წლის აგვისტო-სექტემბერში მსმენელს მრავალფეროვან და საინტერესო პროგრამას სთავაზობს.

ფესტივალის საკონცერტო საღამოები ტრადიციულად ბათუმსა და თბილისში გაიმართება. 25 და 26 აგვისტოს – ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ სცენაზე, ხოლო 17 და 18  სექტემბერს – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში.

წლევანდელი ფესტივალის საკონცერტო საღამოებზე მსოფლიო კლასიკის შედევრებს შეასრულებენ საქვეყნოდ აღიარებული კლასიკური მუსიკის ვარსკვლავები: ანდრეს გაბეტა (ვიოლინო, საფრანგეთი) გლორია კამპანერი (ფორტეპიანო, იტალია), ალესანდრო კარბონარე (კლარნეტი, იტალია), მარიო სტეფანო პიეტროდარკი (ბანდონეონი, იტალია), საბინე გროფმაიერი (კლარნეტი, გერმანია), ქეითი მაჰანი  (ფორტეპიანო, აშშ) და ფესტივალის საბაზო ორკესტრი “საქართველოს ვირტუოზები”.

საკონცერტო საღამოებზე აჟღერდება გამოჩენილი კომპოზიტორების ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის, იოჰან სებასტიან ბახის, იოჰანეს ბრამსის, ჯოაკინო როსინის,  ასტორ პიაცოლას, მიშელ მანგანის, დიმიტრი შოსტაკოვიჩის, ენიო მორიკონეს  ,ლეონარდ ბერნსტაინის, ჯორჯ გეშვინის, ჰენრი პერსელის, ანტონიო ვივალდის ნაწარმოებები.

ფესტივალის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამას მოსწავლე-ახალგაზრდებისათვის, მათ შორის შშმ პირებისთვის, რომელიც მოიცავს დარგობრივ მასტერკლასებს, ვორქშოპებსა და ღია ლექციებს. პროგრამის ფარგლებში მოწვეული,  წარმატებული ხელოვანები, თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ ახალგაზრდა თაობას.

ფესტივალის საგანმანათლებლო ნაწილში ჩართული არიან: არაერთი საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ლაურეატი, ანდრეს გაბეტა – საფრანგეთის კონსერვატორიის “Conservatoire de Montbeliard” პროფესორი, ქეითი მაჰანი – პორტ ელისაბედის ნელსონ მანდელას სახელობის უნივერსიტეტის (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) მოწვეული პროფესორი, გერმანელი კლარნეტისტი საბინე გროფმეიერი, ფაუსტო ტორეფრანკას სახელობის ვიბო-ვალენტიის კონსერვატორიის პროფესორი, ლონდონის სამეფო აკადემიის მიწვეული პროფესორი, ვირტუოზი ბანდონეონისტი იტალიიდან მარიო სტეფანო პიეტროდარკი, ალესანდრო კარბონარე – რომის სანტა ჩეჩილიას აკადემიის პროფესორი და სიენას ჩიგიანას აკადემიის საზაფხულო სკოლის მოწვეული პედაგოგი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საკომპოზიციო მიმართულების სრული პროფესორი, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე, მუსიკოსი გიორგი შავერზაშვილი, ევროპის პიანისტთა ასოციაციის პრეზიდენტი საქართველოში, ჰოლანდიის კამერული მუსიკის ფესტივალის მოწვეული პროფესორი 2001 წლიდან, პიანისტი ნინო ხუციშვილი, საქართველოს სამხატვრო აკადემიის პედაგოგი, კოლაჟის ტექნიკის გამორჩეული ოსტატი, მხატვარ-დიზაინერი ნინო მირიანაშვილი.

ფესტივალის მიზანია არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ საქართველოს რეგიონებშიც ახალგაზრდა ნიჭიერი მოზარდების მხარდაჭერა. ამ მიზნით, წელს დაგეგმილია მასტერკლასები ბათუმსა და თბილისში: თბილისი ,,მშობელთა ხიდი”-ის ცენტრის შშმ მოსწავლეებისათვის ინკლუზიური ვორქშოპი; მასტერკლასები ჩატარდება სამუსიკო  სკოლებისა და უმაღლესი სამუსიკო სასწავლებლების მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის .

წლევანდელი ფესტივალის ჩატარება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია როგორც მუსიკოსებისათვის, ასევე მსმენელისათვის. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობისთვის ცოდნისა და გამოცდილების გაზირების უწყვეტი პროცესის ხელშეწყობა, რაც თავის ასახვას ჰპოვებს ჩვენს ქვეყანაში კულტურულ-სახელოვნებო პროცესების წინსვლისა და სამომავლო განვითარების გზაზე.

წელს სასიამოვნოა სიახლეა – დაგეგმილია წიგნის „მუსიკის ზეიმი“-ს პრეზენტაცია, რომელიც ფართო საზოგადეოებას გააცნობს ცნობილი მევიოლინესა  და დირიჟორის ლიანა ისაკაძის შემოქმედებას. წიგნის პრეზენტაცია 27 აგვისტოს, ბათუმში, აჭარის მწერალთა სახლში გაიმართება.

ფესტივალის დამფუძნებელია ლიანა ისაკაძე, სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი ისაკაძე, დირექტორი ნინა ცაგარელი. ფესტივალ „ღამის სერენადების“ ორგანიზატორია კომპანია „არტ ალიანსი“. ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადები“ მხარდამჭერები არიან:  ქალაქ თბილისის მერია , ქალაქ ბათუმის მერია; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, იტალიის საელჩო საქართველოში, საფრანგეთის საელჩო საქართველოში, საფრანგეთის საელჩოსთან არსებული ფრანგული ინსტიტუტი .

ფესტივალის ოფიციალური მზღვეველია კოპანია „არდი“.

ფესტივალის მასპინძელია სასტუმრო ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი.

პარტნიორები:  ხარისხისა და დიზაინის საუკეთესო გარანტი ავეჯის სახლი „ნიტა“, კომპანია „ფუდალიანსი“, პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი „ლუტეცია“, პარფიუმერიის ბუტიკი „არომატეკა“,  კომპანია “სარაჯიშვილი“, „ხომლის მარანი“, მეღვინეობა “თიესვი“, ,ფარმაცეპტული კომპანია „პსპ“.

საინფორმაციო მხარდამჭერი: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საქართველოს პირველი არხი, პირველის არხის ონლაინ-პლატფორმა „სცენა“. ტელეკომპანია „რუსთავი2“, ტელეკომპანია „იმედი“, „პოსტ ტვ“, მედიაჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსი“, საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“, „არტარეა“- პირველი არხი კულტურაზე, „ტვ25“, მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო „კლიპ არტი“, ამბები.ჯი  საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ ტაიმი“, „ჯორჯიან პრესი“ ინგლისურენოვანი გაზეთ“Georgia Today“, ყოველდღიური ინგლისურენოვანი გაზეთუ „Messenger“, ჟურნალი „სარკე“,  გაზეთი „აჭარა“, რადიო „ფორტუნა“ და ვებ-საიტი ფორტუნა.ჯი.

ფესტივალზე დასასწრები ბილეთები :

25 აგვისტო

26 აგვისტო