17 აგვისტო, 2022

პაატა ბურჭულაძის ძალიან კარგი ინიციატივა

ოპერის მომღერალი პაატა ბურჭულაძე სულ მალე ძალიან კარგი ჩანაფიქრის განხორციელებას დაიწყებს:

“როგორც იცით უცხოეთსა თუ საქართველოში ხშირად ვმართავ მასტერკლასებს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. გადავწყვიტე, ქართველი ახალგაზრდებისთვის ამ ყველაფერს უფრო ორგანიზებული სახე ჰქონდეს. სწორედ ამიტომ, პაატა ბურჭულაძის ვოკალური სტუდია და ფონდი „იავნანა“ შესარჩევ მოსმენაში მონაწილეობისთვის გეპატიჟებათ ყველა ახალგაზრდას 18-დან 22 წლამდე, ვისაც მიგაჩნიათ რომ გაქვთ კარგი საოპერო ხმა და გიყვართ სიმღერა.

გამარჯვებული სწავლას დაიწყებს ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ და საჭიროების შემთხვევაში მას თბილისში ვუზრუნველვყოფთ საცხოვრებლით და დავუნიშნავთ სტიპენდიას. 18-დან 22 წლამდე იმიტომ, რომ ამ ასაკში ხმაც ჩამოყალიბებულია და საუკეთესო დროა დაუღალავი და სწორი შრომით მსოფლიო კარიერის მისაღწევად.

მოსმენა ჩატარდება 12-დან 22 სექტემბრის ჩათვლით საქართველოს შემდეგ ქალაქებში – გორი, ქუთაისი, ბათუმი, წალენჯიხა, თელავი, თბილისი.

დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა მოგვაწოდეთ თქვენს შესახებ ინფორმაცია ფონდ „იავნანას“ მეილზე info@iavnana.ge

დამატებითი შეკითხვებისთვის შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე 599949118

მეგობრებო, გთხოვთ გაავრცელოთ ეს წერილი, რადგან საქართველოს ყველაზე მიყრუებულ სოფელშიც არ დაგვრჩეს არავინ უყურადღებოდ. შეიძლება იქ ცხოვრობდეს ახალგაზრდა ტალანტი, რომელმაც არც იცოდეს, რომ მსოფლიო სცენებზე დიდი მომავალი ელის.”