15 აგვისტო, 2022

მამუკა კიკალეიშვილის საოცარი ისტორია

მსახიობ მამუკა კიკალეიშვილთან დაკავშირებით  არაერთი ისტორიაა ცნობილი, თუმცა ამბავი, რომელსაც ლადო კახაძე იხსენებს, ყველასგან გამორჩეულია:

“იღება კარები და ჩვეული ხმაურით შემოდის მამუკა. კაბინეტში პაციენტები და მათი მომყოლნი არიან. დიაგნოზის განხილვა მიდის პოპულარულ, ადვილად აღქმად ენაზე…
გამოწია სკამი, შედგა მასზედ და ხმამაღლა სვამს შეკითხვას:
იცით, რას ნიშნავს “ზან-ზა-რო-ნე”? – შეკითხვას ხმამაღლა სვამს, გამოთქმით, ომახიანად.
პაუზა…
“პე-პი-ტო”? – ამას ხმადაბლა, ტუჩების მოპრუწვით.
არა, არ ვიცი-მეთქი და სახე გაებადრა.
“ზან-ხა-რო-ნე” – იტალიურად კოღოა, ჩვეულებრივი კოღო, რომ წუის და ვერ ხედავ. “პე-პი-ტო” კი – სპილო. ვეებერთელა და უხმაურო… მე შეხედულად “პეპიტო” ვარ და ხასიათით “ზანზარონე”, – თქვა და ჩამოხტა…
დამსწრე საზოგადოებას ტკივილი დაავიწყდა და სიცილმა შეავსო მოსაწყენად გამზადებული სივრცე…
ასეთი იყო ჩემი მამუკა… ნათელშია და იქაც ოინბაზობს ალბათ მოწყენილი სულების გასამხიარულებლად.”