საბედნიეროდ, საქართველო ნიჭიერი ადამიანებით სავსე ქვეყანაა, სამწუხაროდ, მათ უმრავლესობას საზოგადოება არ იცნობს.
ხელოვანი მაია კიკაბიძე ერთ-ერთ მხატვარს – ჯაბადარს გაგვაცნობს, რომელიც მონად გაყიდეს:
“იყო ერთი ბიჭი, გვარად ჯაბადარი კახეთიდან, გაიტაცეს ან გაყიდეს ირანში მონად, მისი ფიზიკურობით და ნიჭით შახის კარზე მოხვდა და იყო მხატვარი. ილუსტრატორი და ფერმწერი. მისი ნამუშევრები საქართველოში მე არ მინახავს, არც ვიცი გვაქვს თუ არა, მაგრამ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების დიდ გალერეებშია, მათ შორის მეტროპოლიტენის მუზეუმში, ლონდონში, გერმანიაში, საფრანგეთში, ერმიტაჟში…. ერმიტაჟში რომელიც ინახება, იმ ნამუშევარზე ქართულად დაუწერია ორი პერსონაჟის სახელ-გვარებიც.
ალი-ყული ჯაბადარი (დაახლოებით 1665-1694 წ.წ.) იყო ევროპული და აღმოსავლური სტილის მხატვარი, არ ჩამოუვარდებოდა კი არა და ერთ-ერთი პირველიც იყო იმ ეპოქის მხატვრობაში.
მისი ბევრი ნამუშევარი დღემდე ლონდონის დახურულ აუქციონზე იყიდება.
უამრავი ნამუშევარი აქვს, ყველას ვერ გთავაზობთ, მაგრამ კარგი იქნებოდა ამ ქართველი მხატვრის ნამუშევრები ამ აუქციონებიდან საქართველოსაც შეეძინა, რადგან ძველი დროის ქართველ მხატვრებზე ძალიან ცოტა გვაქვს ინფორმაციაც და ნამუშევრები (საერთოდ თუ გვაქვს რამე).
ჯაბადარი (Aliquli Jabbadar) იმ ეპოქის უძლიერესი მხატვარი – უნდა ვიცნობდეთ მას.”