ილია ჭავჭავაძე რუსებზე

დიდი ქართველი ილია ჭავჭავაძე რუსებზე ჯერ კიდევ 1874 წელს წერდა:

“ღმერთს რუსთათვის არც მოტვლეპილს კეფაში ტვინი ჩაუდვია და არც მყრალს გულში გრძნობა. მატყუებენ, მატყუებენ და მაგ მოტყუებას ბოლო არა აქვს.

ღმერთმა დაიხსნას ყოველი ქრისტიანი ამათ ბრჭყალებიან ხელში ჩავარდნისაგან. ვერ წარმოიდგენ, რა ხალხია. ღმეჭია, ღრეჭია, ფლიდი და მურტალი, ერთი ერთმანეთს ასხედან და რუსეთის იმპერიის საქმეს აწარმოებენ.

ამათ საძაგელს ჩინოვნიკობასთან ჩვენებს კიდევ რა უჭირთ, ამათთან ანგელოზნი არიან. თუ რუსეთს დაღუპავს რამე, სწორედ ეს მსუნაგი, ნამუსმიხდილი, მტაცებელი, ბრიყვი ჩინოვნიკობა დაღუპავს…”