31 აგვისტო, 2022

ალბერტ აინშტაინის უძვირფასესი სიტყვები

კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე გამორჩეულმა პიროვნებამ – ალბერტ აინშტაინმა უძვირფასესი სიტყვები დაგვიტოვა:

“წარმოუდგენელია იკითხო სახარება და ვერ შეიგრძნო იესოს არსებობა. მისი პიროვნება ყოველ სიტყვაში შეიგრძნობა. არც ერთი მითი არ არის აღსავსე მსგავსი სიცოცხლით. წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა ნაზარეველის მკაფიო სახემ. მართალია მე იუდეველი ვარ, მაგრამ იესო ნაზარეველის გასხივოსნებულმა სახემ ჩემზე წარუშლელი კვალი დატოვა…

არავინ არ წარმოჩენილა როგორც ის. დედამიწაზე მხოლოდ ერდათერთი ადგილია, სადაც ჩვენ ვერ ვხედავთ ჩრდილს და ეს – იესო ქრისტეა. ღმერთი წარმოჩნდა მასში ყველაზე ნათელი და მკაფიო სახით. მე ვეთაყვანები მას.

რაც უფრო მეტ აღმოჩენებს აკეთებს მეცნიერება ფიზიკურ სამყაროში, მით უფრო მივდივართ ისეთ დასკვნებამდე, რომელთა გადაჭრა მხოლოდ ღმრთისადმი უშუალო რწმენით არის შესაძლებელი.”