1 ივლისი, 2022

შესანიშნავი ლეგენდა ოთხთა ეკლესიაზე

ოთხთა ეკლესია ტაო კლარჯეთში მდებარე ერთ-ერთი უნიკალური ქართული ძეგლია.

ისტორიკოსი გიორგი კალანდია ოთხთა ეკლესიასთან დაკავშირებით საოცარ ლეგენდას გვიამბობს:

“ლეგენდის მიხედვით, საუკუნის წინ ერთ მწემსს ოთხთა ეკლესიაში ცხვრის ფარა დაუბინავებია… ტაძრის მფარველი ზეციური ძალები იმ ღამეს განრისხებულან, წყვდიადში დიდი წყალი მოვარდნილა და ცხვრის ფარა მთლიანად დაუღუპავს…

მას შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა დიდი შიშითა და კრძალვით ეკიდება ოთხთასა და მის სანახებს (რასაც ვერ ვიტყვით ოქროსმაძიებლებზე), სწორედ ამიტომაც გარშემო მდგარი მრავალწლოვანი ხეხილის ნაყოფს ადგილობრივები ხელს არ კიდებენ…

ჰოდა, ბლის, ნუშის, კაკლისა და კომშის ხეები დახუნძლული ტოტებით თითქოს მოუთმენლად ელოდებიან ოთხთას დიდებული ტაძრის მშენებელი ხალხის შთამომავლებს.”