26 ივლისი, 2022

მოუსმინეთ უნიჭიერეს მაკა შალიკაშვილს

მსახიობმა მაკა შალიკაშვილმა კოლეგის – პაატა გულუაშვილის ლექსი მისთვის დამახასიათებელი ორიგინალურობით წაიკითხა:

“ერთი სულის ამოსვლაა, წამი წუთისოფელი,
დღე გარიჟრაჟს ესალმება, ღამეს ემშვიდობები,
ბავშვი, დედა, ბებოს სუნი და დატოვა სოფელი,
ნახვაც კი ვერ მოვასწარი გათეთრებულ მშობელის,
ერთი სუნთქვა, ერთი ცრემლი, სიცილები მოსწრებით,
ხან ასეა, ხანაც ისე, დროა დაუნდობელი…
ერთი მაინც უნდა ვცადო დროზე ნიშნისმოგებით,
შენ, შენ გზაზე როგორც გინდა,
მე სიყვარულს მოვყვები….”