12 ივლისი, 2022

ლელა ვეფხვაძის უდიდესი განსაცდელი

9 აპრილის უსინათლო გმირი ლელა ვეფხვაძე უდიდესი განსაცდელის წინაშეა. იგი თანამოაზრეებთან ერთად 10-დღეზე მეტია შიმშილობს.

ლელა ვეფხვაძეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე თვის წინ ეროვნული გმირის ორდენი მიანიჭა, ახლა კი შიმშილობის გამო, უსინათლო მომღერალს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა და ექიმების დახმარება რამდენჯერმე დასჭირდა.

„უსინათლოთა კავშირის“ სამი ყოფილი თანამშრომელი უსინათლოთა კავშირის მიერ დაფუძნებული კულტურის ცენტრის დირექტორის ცირა ვეფხვაძის და კიდევ 12 გათავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში აღდგენას ითხოვს.

ცირა ვეფხვაძის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი, ისედაც მიზერული ხელფასების კიდევ 40% შემცირებაზე უარის თქმა გახდა. მისი თქმით, იგი იბრძვის არა ხელფასისთვის, არამედ ღირსებისთვის.

12 ივლისს, 20 საათზე მოშიმშლეები თანამოაზრეებთან ერთად კანცელარიასთან შეიკრიბებიან.