8 ივლისი, 2022

კოლაუ ნადირაძისა და ტიციან ტაბიძის საოცარი ისტორია

„ცისფერყანწელთა ორდენის“ წევრი პოეტების კოლაუ ნადირაძისა და ტიციან ტაბიძის ცნობილ ფოტოს საოცარი ისტორია აქვს, რომელიც ვანო ჩხიკვაძემ გაგვიზიარა:

,,კოლაუ ნადირაძემ, ერთხელ, ძველი, გაცრეცილი ტყავის საფულედან სურათი ამოიღო და ოთარ მამფორიას და მე გვაჩვენა. სურათზე ტიციან ტაბიძე და ბატონი კოლაუ იყვნენ აღბეჭდილნი.

სურათის ისტორია ასეთი ყოფლია:

-ალექსანდრეს ბაღში,- გვითხრა ბატონმა კოლაუმ, – მე და ტიციანს, რამდენიმე სომეხი აგვიხირდა. რა უნდა გვექნა, მივაყუდეთ ერთმანეთს ზურგი და მუშტები ავამუშავეთ. ხუთ კაცს ყბები მივუნგრიეთ, დანარჩენები კი გაიქცნენ…

მოვიდა მილიაცია, ჩვენ ვითომ სურათის გადაღება გვინდოდა, ფოტოგრაფთან შევცვივდით და ასეთ პოზაში გავჩერდით…

ეს სურათი იმ დღის სახსოვარია…”