15 ივნისი, 2022

ტიციან ტაბიძე ნატო ვაჩნაძეზე

პოეტმა ტიციან ტაბიძემ ქართული კინოს მშვენებაზე – ნატო ვაჩნაძეზე პატარა, მაგრამ უმნიშვნელოვანესი წერილი დაგვიტოვა:

“სრულიად გადაუმეტებლად შემიძლია ვთქვა, რომ თუ ქართულმა კინომ გაიმარჯვა, ამის ერთი მთავარი მიზეზი ნატო ვაჩნაძეა.

ნატო ვაჩნაძის სახეში არის ზეციური სიმშვიდე და ანგელოზის სისადავე – ასეთი თვალები აქვს ქართულ ფრესკაზე ღვთიშობელს, რომელსაც წაშლია საღებავი და რომლის თვალები დახვრეტილია მონღოლების და ოსმალთა თუ ლეკების ტყვიით…”