28 ივნისი, 2022

სოფიკო ჭიაურელისა და ანჟელიკა ვარუმის ისტორია

მომღერალ ანჟელიკა ვარუმს ქართველი მსახიობი სოფიკო ჭიაურელი განსაკუთრებულად უყვარდა.

სტეფანე მღებრიშვილი მათთან დაკავშირებით მისთვის საამაყო ისტორიას იხსენებს:

“ერთხელ მახსოვს, კორპორატიულ საღამოზე დაგვიკვეთეს ანჟელიკა ვარუმის კონცერტი, მაშინ ძალიან პოპულარული იყო… საქართველოს ომამდე… ჯერ არ იყო ესე დაძაბული ურთიერთობები რუსეთთან (რამდენიმე თვეში მოხდა ომი).

რომ ჩამოვიდა, საღამომდე უნდა მოწესრიგებულიყო, დრო არ ჰქონდა და გვთხოვა, პანთეონში მიგვეყვანა, სოფიკო ჭიაურელის საფლავზე ყვავილების მიტანა უნდოდა.

გავუჩერეთ კოლმეურნეობაზე, თვითონ იყიდა ყვავილები, მივედით პანთეონში… იჯდა ნახევარი საათი ესე ჩუმად და ცრემლებიც მოსდიოდა…

როცა ვკითხე, იცნობდა თუ არა, არაო, არც არასდროს შევხედრილვარო… უბრალოდ ძალიან მიყვარსო…

თითქოს ისეთი არაფერი ისტორიაა, მაგრამ მახსოვს გულში როგორ ვამაყობდი.”