4 ივნისი, 2022

სიყვარულის ორიგინალური განმარტება გელა ჩარკვიანისგან

გელა ჩარკვიანი სიყვარულს საკმაოდ ორიგინალურად განმარტავდა:

“რა არის სიყვარული? ის ქრონიკული დაავადებაა. ის მართლა არ იკურნება. აბსოლუტურად ვეთანხმები ჩემს ნათქვამს – ეს არის მძიმე ქრონიკული დაავადება, რომელიც გაძლევს ძალიან დიდ ბედნიერებას და შეუძლია მოგიტანოს ძალიან დიდი უბედურება.

თვითონ რა არის სიყვარული – აქ დეფინიცია ალბათ არ ივარგებს, ძალიან ძნელია თქმა, მაგრამ შემიძლია ვთქვა, როგორ იზომება სიყვარული. ზომა სიყვარულისა არის ის მსხვერპლი, რომელიც შენ შეგიძლია გაიღო საყვარელი ადამიანისთვის. თუ შენ შეგიძლია მისცე შენი სიცოცხლე, ე.ი. მართლა ძალიან გიყვარს და მისცე არა მარტო სიცოცხლე, არამედ ბევრი რამ…

ე.ი. მსხვერპლი არის ზომა ამ სიყვარულისა. სხვა ზომა სიყვარულს არ აქვს, იმიტომ რომ სიტყვები არაფერი არ არის. შენ რაც არ უნდა იძახო, “მიყვარს”, “მიყვარს”, “მიყვარს” – ეს არაფერს არ ნიშნავს, თუკი შენ მსხვერპლს ვერ გაიღებ.”