27 ივნისი, 2022

რატი ამაღლობელის ორიგინალური “ჩაკრულო”

პოეტმა რატი ამაღლობელმა ქართული ფოლკლორის მაგრალიტი “ჩაკრულო” ორიგინალურად წარმოგვიდგინა:

“როგორც მეგობარი გირჩევდი მეგობარს;
გინდ მარტო მღეროდე და გინდა გუნდურად,
თუ არსად არ შეგხვდა წინააღმდეგობა –
ყალბია სიმღერა, მკვდარია კულტურა.
დღეს, რასაც გალობით ხმა-ტკბილად ამბობენ,
ოდესღაც მკვახედ და ხმამაღლა გაბედეს,
სიმღერა ნაღმია და არა ამბორი,
რომელიც კერპებს და ბელადებს აფეთქებს.
ამ ელვა-ნათელში ბგერების სისრულე
თანდათან იწრთობა და მერე მოგესმის
და ერთხელ იქნება (მე გულით ვისურვებ)
მაგ მუხრან ბატონსაც ჩაუხტე ოდესმე.”