16 ივნისი, 2022

ნატო გელაშვილის უტკბილესი სიტყვები

მომღერალ ნატო გელაშვილს საუკეთესო ჰიტებთან ერთად, საუკეთესო ლექსებიც აქვს დაწერილი.

“არტ ინფო” ერთ-ერთ მათგანს გთავაზობთ:

“როცა მიეყრდნობი კედელს…
ძლიერ დაღლილი ხარ… როცა…
ცისკენ აპყრობილი მზერით
დილის გათენებას ლოცავ
როცა…მიყრდნობილი კედელს
ცოტას დაისვენებ… ცოტას…
უფალს შეავედრებ შვილებს
ეტყვი სამადლობელ ლოცვას
და როს მიყრდნობილი კედელს
იგრძნობ, რომ სიმშვიდე გმოსავს…
ხვდები… რომ უფალი გისმენს…
ხვდები… რომ უფალი გლოცავს.”