23 მაისი, 2022

ზურა ყიფშიძე ავთო ვარაზზე

მსახიობი ზურა ყიფშიძე მხატვარ ავთო ვარაზთან ურთიერთობას გამორჩეული სითბოთი და სიყვარულით იხსენებს:

“უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ჩემთვის ავთო ვარაზთან სიახლოვეს. ძალიან ხშირად მივდიოდი მასთან.

ერთად ვცეკვავდით სირტაკს – ამის მიზეზი გვქონდა – ორივეს ბერძენი ბებიები გვყავსო.

ის სულ ხატავდა, მე მონუსხული ვუყურებდი.

სამწუხაროდ, ავთო უკვე ცუდად იყო, როცა დავუახლოვდი. ერთ საღამოს დავემშვიდობე და დავტოვე, დილით რომ მივედი, გარდაცვლილი დამხვდა…”