21 მაისი, 2022

ტარიელ ჭანტურიას განსაკუთრებული სიტყვები

პოეტმა ტარიელ ჭანტურიამ განსაკუთრებული სიტყვები მიუძღვნა სამშობლოს – საქართველოს:

“საქართველო

თვალდაშრეტილი, დიდი ფშაველის
ცალი ცრემლით ხარ დატირებული
მკერდბუმბერაზი დიდი ილიას,
წყვილი ცრემლით ხარ დატირებული
ბალღი კეთილი, ამაყ რუსთაველს
დღემდე მოჰყავხარ ატატებული
მე ვინ ვარ, მაგრამ მინდა იცოდე
თავი შენთვის მაქვს გადადებული
ო რა ტკბილი ხარ, მწარე როგორი
რა უცნაური, რა დიდებული…”