26 მაისი, 2022

ნახეთ ნიკოლოზ წულუკიძის დაბრუნება ეთერში

ნიკოლოზ წულუკიძე ტელეეთერს დაუბრუნდა და მაყურებელს გადაცემა “იმედის დღიდან” მიესალმა:

„ჩემთვის ეს არის განცდა, რომ თითქოს პირველად გხვდებით…

რთულია, მაგრამ აუცილებელი ჩემს მდგომარეობაში გამოვსულიყავი და მიმეცა მაგალითი ჩემი ოჯახის წევრებისათვის, რომ მათაც გააგრძელონ ცხოვრება.

რთულია, მაგრამ აუცილებელი რომ გადავრჩეთ. ამ გადარჩენისთვის დიდი მადლობა უნდა გითხრათ თითოეულ თქვენგანს იმიტომ, რომ ისეთი სიყვარული ვიგრძენი თქვენგან, ისეთი მხარში დგომა, იმედი და ძალა, რომ არ შემეძლო არ გამეგრძელებინა.

ვთხოვ ღმერთს, რომ მომცეს ძალა დაგიბრუნოთ ის სიყვარული, სითბო, თანადგომა, რომელიც ასეთ რთულ დღეებში ჩემი ოჯახის მიმართ გამოიჩინეთ.“