5 მაისი, 2022

ილია II-ის წერილი ნიკოლოზ წულუკიძეს

თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წერილი მისწერა:

“პატრიარქის სამძიმარი
ნიკოლოზ წულუკიძეს და თეკლა კოსტავას, მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს

პატარა კიტა – კონსტანტინეს გარდაცვალებას ყველა გლოვობს და გულითადი თანამონაწილეა თქვენი მწუხარებისა.

ჩვენგანაც მიიღეთ სამძიმარი და თანაგრძნობა იმ დიდი ტკივილის გამო, რასაც ბავშვთან განშორებით განიცდით; მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ეს განშორება დროებითია, რომ სიცოცხლე სიკვდილით არ მთავრდება, არამედ სწორედ გარდაცვალების შემდეგ იწყება მარადიული ცხოვრება, მონათლულ ყრმათათვის კი,- როგორიც კიტა-კონსტანტინეა, – მარადიული ნეტარი ცხოვრება.

მჯერა, მისი უკვდავი სული სავანესა მართალთასა დაიმკვიდრებს და შემწედ და მფარველად მოგევლინებათ.

თქვენ კი უფალმა გაგაძლიეროთ რწმენაში, მოგცეთ მშვიდობა და ღვთის გზით დაუბრკოლებელი სვლის უნარი. აღდგომილმა მაცხოვარმა დაგიცვათ და განგამტკიცოთ, ამინ.
ქრისტე აღსდგა!
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი
05.05.2022”