22 მაისი, 2022

ძალიან კარგი წერილი გიორგი კეკელიძეზე

ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს გიორგი კეკელიძეს პოეტმა გენრი დოლიძემ ძალიან კარგი წერილი მიუძღვნა:

“კაცი, რომელიც ამ ქრონიკული უწიგნურობის ხანაში მთა-მთა და სოფელ-სოფელ წიგნებით დარბის და ზრუნავს, რომ ყველა ბავშვისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ლიტერატურა, ადამიანი, რომელმაც საკუთარი ბესტსელერის გაყიდვებიდან შემოსული თანხით შექმნილი ფონდით ხელმოკლე სტუდენტებს აფინანსებს – შეიძლება არ გიყვარდეს?

კიდევ ბევრი სოფელი, ბევრი ნიჭიერი ბავშვი ელოდება, რომ მის ჭიშკართანაც გაჩერდება ფერადი და ლამაზი წიგნებით დატვირთული მანქანა, კიდევ ბევრი სტატუს-შეჩერებული და ხელმოკლე ნიჭიერი ახალგაზრდა ელოდება, რომ განათლების შესაძლებლობა მიეცემა.”