1 მაისი, 2022

დოდო აბაშიძის დაუჯერებელი ამბავი

ნამდვილად დაუჯერებელი ამბავია, მაგრამ სრული სიმართლეა, რომ მსახიობ დოდო აბაშიძეს ნემსის იმდენად ეშინოდა, ცხვირის ოპერაცია უნარკოზოდ გაიკეთა.

ზაზა აბაშიძე, დოდო აბაშიძის შვილი:

“ნემსის გაკეთების ეშინოდა…

სულ მანქანით დადიოდა, ერთხელ ფეხით გაირა, მაინცდამაინც მაშინ ჩამოვარდა სახურავიდან თუნუქის ფურცელი და თავში დაეცა. შვიდი ნაკერი ისე დაადეს უნარკოზოდ თავზე, რომ ნემსი არ გაიკეთა.

სხვათა შორის, ცხვირის ოპერაციაც უნარკოზოდ გაიკეთა. პისტოლეტის ტარი ჩაარტყეს ერთხელ ცხვირში და გაუტეხეს. არასწორად შეუხორცდა და ვეღარ სუნთქავდა. “წოპეს” გააკეთებინა ოპერაცია უნარკოზოდ. ტკივილს იტანდა, მაგრამ ნემსის ეშინოდა…”