16 მაისი, 2022

დიდებული გია მურღულია

გია მურღულია დიდებულ რჩევან გვაძლევს, რომელიც ნამდვილად ყველამ უნდა გავითვალისწინოთ:

“არ არის აუცილებელი, ყველამ ყოველთვის ყველაფერზე საკუთარი აზრი გამოხატოს – ამის გამო, ხანდახან, მარტო ადამიანი კი არა, სამყაროც უკიდურესად იღლება და თავბედს იწყევლის, რომ გაჩნდა.

თუ არ იცი, რაზე ლაპარაკობ, როგორ ლაპარაკობ, რისთვის ლაპარაკობ და მაინც ლაპარაკობ, იმ სკამსაც უკვირს, რომელზეც ზიხარ.

დაფიქრდი იმაზე, რომ ხანდახან მაინც უხერხულია, საკუთარი ინტერესები ისე გამოხატო, ყველა შეაწუხო, ვინც გიცნობს ან არ გიცნობს.

დააცადე სამყაროს, შენი მუდმივი “დახმარების” გარეშე იცხოვროს და მოკვდეს.

ღმერთს ის მხოლოდ შენთვის არ შეუქმნია.

პ.ს. უკვე დაიწყე ხანგრძლივი პასუხის გაცემა?”