15 აპრილი, 2022

ვახუშტი კოტეტიშვილის გამორჩეული სიტყვები

პოეტისა და ფოლკლორისტის ვახუშტი კოტეტიშვილის ლექსები მაქსიმალურად ხშირად უნდა ვიკითხოთ:

“როცა ყველაფერი იწვის
ისე, როგორც წკირი წიწვის,
იწვის წიგნი, იწვის ხატი,
წარსული და აწმყო იწვის,
როცა დგება აღზევება
ღვარძლის, სულიერი სიძვის,
როცა ტყვიის წვიმა დასწვიმს
ჯვარს, ქაშუეთს, ილორს, ყინწვისს,
როცა იწვის ყველაფერი,
თავად რწმენა ცის თუ მიწის,
მაშინ შეგვეწიე, ღმერთო,
როცა ყველაფერი იწვის.”