ულამაზესი მიძღვნა ლიანა ისაკაძეს

ლეგენდარულ მევიოლინეს – ლიანა ისაკაძეს ულამაზესი ლექსი მიუძღვნა პანტომიმის ლეგენდამ ამირან შალიკაშვილმა:

“როცა შენ გხედავ – მუსიკა მესმის,
მუსიკას ვუსმენ, ესა ხარ შენ,
ოცნება ჩემი შენს ფრენას ერთვის,
შენ მუსიკაში ფრენ.
უსასრულობის ჰანგს მისდევს ჰანგი,
ჰანგი სიმღერას გიმღერის შენ,
შენ ჩემ სამშობლოს – შენი ტალანტით,
შენ უკვდავებას სძენ.
შენთვის ფოთლდება მთები, მინდვრები,
ფოთლების სული ხარ შენ,
საგალობელო ჩვენი ფიქრების,
ჩამქრალ დღის სინათლევ.
ზარმა შემოჰკრა, ზარის წკრიალი,
ზარის ჰანგი ხარ შენ,
ვარდებიანო ქალო ლამაზო,
ვარდების ფერი ხარ შენ.”