1 აპრილი, 2022

ირაკლი ჩიქოვანის გამოფენა ხელოვნების სასახლეში

4 აპრილს ხელოვნების სასახლე მხატავრ ირაკლი ჩიქოვანის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 60-მდე გრაფიკული და ფერწერული ნამუშევარი, რომლის უმეტესი ნაწილი კერძო საკუთრებაში ინახება.

ირაკლი ჩიქოვანმა განათლება თბილისის სამხატვრო აკადემიაში მიიღო. მისი ნამუშევრები შესრულებულია აბსტრაქციის ჟანრში და ასევე მოიცავს ფიგურულ კომპოზიციებს.

ხელოვანმა ხატვა გაცნობიერებულად 14 წლიდან დაიწყო. ამ მომენტიდან მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ ეს საქმიანობა ყველაზე მეტად აინტერესებდა. მის შთაგონებას რაც შეეხება სხვადასხვა მომენტში სხვადასხვა მოვლენები, ნივთები თუ საგნები შეიძლება იქცეს მისი ინპირაციის წყაროდ.

ირაკლი ჩიქოვანისათვის მხატვრობა გამოხატვის საშუალებაა და ამ ფორმით იგი ცდილობს წარმოაჩინოს საკუთარი დამოკიდებულება სამყაროს მიმართ და მისი პირადი განცდები ხატვის მეშვეობით გადმოსცეს.

4 აპრილს ხელოვნების სასახლეში საკმაოდ საინტერესო გამოფენა გელოდებათ!