19 აპრილი, 2022

იაკობ გოგებაშვილის უნიკალური ფორმულა

იაკობ გოგებაშვილის უნიკალურ ფორმულაზე პატარა, მაგრამ მნიშვნელოვან წერილს გვიზიარებს მწერალი ლაშა ბუღაძე:

“იაკობ გოგებაშვილის უნიკალური ფორმულა. ბავშვი არა მხოლოდ სიტყვას, არამედ უკვე წინადადებას ამბობს, როცა ქართულად იწყებს მეტყველებას – “აი ია”. საწყისშივე აზროვნების იმპულსია ჩადებული.

“აი ია” – 1978 წლის 14 აპრილს სტუდენტებს სწორედ ეს უკვდავი ფორმულა ეწერათ პერანგებზე. ეს იყო მთავარი ლოზუნგი რუსიფიკაციის წინააღმდეგ – ერთდროულად ასეთი ინტიმური, სათუთი და იმავდროულად მუდმივი განახლების ძალის მატარებელი.”