13 აპრილი, 2022

განსაკუთრებული ნიკო გომელაური

ბევრი დაგვეთანხმება, თუ ვიტყვით, რომ მსახიობი და პოეტი ნიკო გომელაური განსაკუთრებული ხელოვანი იყო. მისი პოეზია თუ შესრულებული როლები მაყურებელს მუდამ ახსოვს.

რთულია ნიკოს პოეზიიდან დაასახელო ერთი გამორჩეული ლექსი, თუმცა ჩვენთვის “მე რომ წავალ” განსაკუთრებულია:

“მე რომ წავალ, ალბათ იტყვის დედა
ეს რა კარგი გამიზრდია შვილი
და ინატრებს ის დღე მისცა ნეტავ,
პირველად რომ დამიკერა ღილი.
როცა წავალ, გაიხსენებს მამა
პირველად რომ მნახა უკვე დიდი,
კარგია, რომ არ გამათამამა
კარგია, რომ ასე კარგად მსჯიდი.
წავალ, მჯერა მერე იტყვის ქალი
შესაძლოა დაიღვაროს ცრემლად,
ეცოცხლაო, ყოფილიყო მთვრალი,
მთვარია ვიქნებოდით ერთად.
მე არ ვიცი, რას იფიქრებს შვილი,
ალბათ ცუდს და ალბათ ცოტა კარგსაც,
თვითონ ვიცი მოვაკელი ხილი
და ვაკლებდი ნაყინსაც და მარწყვსაც.
რას იტყვიან ძმები წავალ როცა,
ალბათ იქაც შემფიცებენ ძმობას,
ჩემს გარეშე დაიცლება ბოცა,
ჩემს გარეშე აყვებიან გრძნობას.
იქ, კი ვიცი ვინც დამხვდება იტყვის,
მუდამ სცდიდა თავის ბედს და წერას,
კარგი არ უკეთებია თითქმის,
თუ არ ჩავთვლით რაღაც ლექსის წერას.
მე მინდა რომ ვუპასუხო ყველას –
ქალებს, შვილებს, ჩემიანებს, მასას,
მოერიდონ უსაფუძვლო ღელვას,
არ ვაპირებ მე ჯერ არსად წასვლას…”