დიანა ანფიმიადის დაუვიწყარი სიტყვები

პოეტი დიანა ანფიმიადი გვთავაზობს ჩანაწერს, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია:

აღდგომა

“აღდგა მკვდრეთით ოთხი წლის საშკა,
როცა დახვრიტეს, თმა ჰქონია ჯერ კიდევ სველი.
აღდგა მკვდრეთით 9 წლის უცნობი გოგო,
თერთმეტი მხეცის დაგლეჯილი,
აღდგა მკვდრეთით ველოსიპედიანი მოხუცი კაცი,
ჩამოიფერთხა შარვალი და თმა გაისწორა,
აღდგა მკვდრეთით ჩემი გაგრელი ნათესავი,
მოხერხებულად მოაგორებს თავის თავს, კენწლავს.
აღდგა მკვდრეთით ქალი კვასკვასა, წითელი ლაქით,
სულ მალე მოვა, ცოტა ფრჩხილებს მოიწესრიგებს,
შვილის გათხრილი სამარიდან მკვდრეთით აღდგა უცნობი დედა,
დედის გათხრილი სამარიდან მკვდრეთით აღდგა უცნობი შვილი,
აღდგა მკვდრეთით პურის რიგში დახვრეტილი უცნობი კაცი,
აღდგა მკვდრეთით ქალი, წყალი რომ ვერ მიიტანა სამალავამდე,
აღდგა მკვდრეთით შუაზე გადაჭრილი გოგო, ვინ თქვა, ვერ ივლისო,
ამ აღდგომაზე ბევრი აღდგა, ბევრად მეტი, ვიდრე ოდესმე,
ახლა ყველანი აქ მოჯარდნენ, გამოქვაბულთან,
შემოგძახიან, ლოდსაც შენ ნაცვლად გადაწევენ,
ოღონდ არ შეგრცხვეს, არ დაიმალო,
შენც აღსდექი, უფალო,
მესამე დღეს ანდაც თუნდაც ერთი თვის თავზე…
მსგავსად წერილისა.”