18 მარტი, 2022

თემურ ელიავას განსაკუთრებული ვიდეო

სოხუმელმა პოეტმა თემურ ელიავამ გადაწყვეტილება მიიღო და უკრაინაში საბრძოლველად წავიდა.

მან უკრაინაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველები თავისი ლექსით – “კოლხის ლექსი” გაამხნევა:

“ენგურის მინდვრებს ზეცას რომ დავუკოცნი,
ჯეგეს მთის ქედებზე ნამად მოვედები,
იქაც ვითამადებ მედეას ქორწილს,
და თუ ასე კვდებიან პოეტები…
სული გამექცევა ღამის აჩრდილიდან,
ქარი აშარი და ბორია გალეშილი,
ოსერ დამასიზმრე ჩემი არჩილი და
მერე თვალკაკაბა, მისი ქალიშვილი.
მტერი მათრახისქვეშ ატარა ლაჩარივით
ციხესიმაგრენი რომელმან დააჩოქა,
ქართლს რომ ჩამოახიეს ჩოხა,
ქართლს რომ ჩამოახიეს ჩოხა,
ქართლს რომ ჩამოახიეს ჩოხა,
კოლხმა შემოისხა ლექსი აბჯარივით
ჩანა სიმწერწეტა და ფანდურ ჩამომღერი
ლერწამტანიანო და ქალწულნამიანო
წამო, თავშლიანო სვანეთს წამომყევი
აქა სათამადო ვაჟნი არიანო.
სანამ ზეცის მინდვრებს ლოყებს დავუკოცნი
მზე რომ დაადნება ზედა გმირთა მაჯებს
მედეას კი არა ჩვენსა ქორწილს,
მთათა ბერიკაცი სუფრას გვითამადებს,
მღერა გაისმის ცრემლით არს მლაშე,
დაიმსხვრა მცხეთა და გორის კარი,
მიაცილებდნენ ბრძოლაში ვაჟებს,
თავშლებს ატანდნენ ბრძოლაში ვაჟებს,
და აბარებდნენ ქალწულნი ვაჟებს,
ან ხმლით სისხლისგან სხეული გაშრეს,
ან თავი თავშალში მოიკალი.
აი, შენც ნახე ეს ჩემი ქოხი,
უჭერო ქოხი, დამბების ნგრევა,
სანამ ოცნება არ ილევა,
სანამ ტკივილი არ ილევა,
სანამ ენგური არ ილევა,
ძარღვებში რომ ჩქეფს კოლხის
ცაა გაშლილი მიჯნურის ხვედრად,
აკა სერ ხოლო დო ქუგმოთანე,
მივალ გერგეზის შესახვედრად,
მიდი თავშალი გამატანე…
და ზეცის მინდვრებს ლოყებს დავუკოცნი.
და ჯეგეს მთაზე ნამად მოვედები,
იქაც ვითამადებ მედეას ქორწილს,
ჩვენთან ასე კვდებიან პოეტები.”