9 მარტი, 2022

ოტია იოსელიანის საუკეთესო წერილი

ოტია იოსელიანის წერილებში ძნელია ამოარჩიო საუკეთესო, მაგრამ ჩანაწერი, რომელსაც “არტინფო” გთავაზობთ, ნამდვილად დამაფიქრებელი და საუკეთესოა:

“რეფორმებიო, რომ გეიძახით, რად მინდა მე ამერიკელისა და რუსის ნასწავლები უნარ-ჩვევები თუ რაცხა უბედურობა, რომელსაც კაპიკის საღირალი არა აქვს ჩემს ტრადიციასთან, მორალთან და ისტორიასთან შედარებით?!

ქართველებს არც რუსის სასწავლებელი გვქონდა რამე და არც – უისტორიო ამერიკელების, მეტი ჭკუა და ღირსება რომ გვქონოდა, მეტად რომ გვყვარებოდა და შურით დაბრმავებულებს არ წაგვექცია ერთმანეთი, კვანტის დადებით არ დაგვემტვრია ცხვირ-პირი ჩვენზე ჭკვიანისა და გამორჩეულებისთვის.

გამორჩეულების ჩაქოლვაში რომ გავატარეთ საუკუნეები ქართველებმა, მიტომ მევედით ამ მდგომარეობამდე და დავღუპეთ ქვეყანა.

გული მწყდება, რომ ვკვდები და წაღმა მოტრიალებულ საქართველოს ვერ მევესწარი – ისევ ამერიკელის და რუსის ხელის და ნების შემყურეები ვართ და იმდენი ღირსებაც არ გაგვაჩნია, რომ რუსს ჩვენი მიწა და წყალი არ მივყიდოთ და მერე გაზარმაცებულებმა ამერიკული პურის სამათხოვროდ არ გევიშვიროთ ხელი.

დაიმახსოვრეთ – მე ცოცხალიც საქართველოსთვის ვლოცულობდი და იმ ქვეყნიდანაც არ მოვაკლებ ლოცვას, თუ ეს საკმარისი იქნა…”