17 მარტი, 2022

ოთარ მამფორიას არაჩვეულებრივი სიტყვები

საბედნიეროდ, პოეტ ოთარ მამფორიას შემოქმედებას ბევრი ერთგული მკითხველი ჰყავს.

მისი პოეზია საზოგადოებას გულწრფელობის გამო მოსწონს.

“არტინფო” გთავაზობთ პოეტის ლექსს “ომი”, სადაც სამ სტროფში ომის მთელი სისასტიკეა წარმოდგენილი:

“წლები ტანჯვის და წარღვნის
სასოწარკვეთით რეკდა,
ძაღლის ბაზარზე ძაღლი
შვილს გაუყიდა დედამ.
და ლუკმაპურის ფასად
გამოეთხოვენ ქარში,
წასვლა უჭირდა ძაღლს და
ცრემლებს ყლაპავდა ბავშვი.
იმ ოთხ სუსხიან ზამთარს
ომმა არ გადაიღო,
ძაღლი მობრუნდა, მაგრამ
შინ აღარავინ იყო…”