26 მარტი, 2022

გია ნიკოლაძე თავისუფლებაზე

მომღერალი და კომპოზიტორი გია ნიკოლაძე არაჩვეულებრივ ლექსებს წერს და მას ათასობით ერთგული მკითხველი ჰყავს.

ამჯერად ხელოვანმა ლექსი თავისუფლებას მიუძღვნა:

“რა არის თავისუფლება
რისგან ხარ თავისუფალი
წყალს მაინც მოგთხოვს სხეული
მცნების დაცვას კი უფალი
რისგან გსურს თავისუფლება
ბუნებისგან თუ ღმერთისგან?
ოჯახისგან თუ საქმისგან?
შრომისგან თუ სხვა ქვეყნისგან?
თავისუფალი რომ იყო
ჯერ ბაღი უნდა ვარგოდეს
რაც სხვა ქვეყნიდან შემოგაქვს
შენ ბაღში უნდა ხარობდეს
ადამიანი ეგოა!
ეგოს სურს თავის უფლება
რომ ყველაფერი შეძლოს და
თავს მისცეს ბევრის უფლება?
მშვიდობა კიდევ სხვა არის
ის აუცილებელია
ხანდახან თავისუფლება
სწორედ მშვიდობის მკვლელია
კარგად დაფიქრდი ქართველო
როცა სხვა გვმართავს გვაბრკოლებს
ხოლო თუ ვნთავისუფლდებით
სულ ერთმანეთთან გვაბრძოლებს
რაღა თქმა უნდა დამპყრობელს
ყოველთვის შევერკინებით
ოკუპანტს თავსაც შევაკლავთ
დევგმირებს შევეცილებით
იმას არ ვამბობ რომ მიჯობს
სხვა სახელმწიფო გვმართავდეს
რომ თავის წესებს გვახვევდეს
ჩვენ წესს და ადათს ხლართავდეს
მაგრამ როგორც მწყემსს ცხვარი ჰყავს
მგლებისგან თავისუფალი
ისე სჭირდება ხორცს წყალი
და ადამიანს უფალი
მთავარი ის მშვიდობაა
სადაც ხალხს მართავს უფ-ალი
მთავარია არის არ იყო
ღმერთისგან თავისუფალი!
ღმერთი რომელიც ალია
მხოლოდ ალს ძალუძს წყ-ალობა
ის წყ-ალშიც არის ის არ წვავს
მას ესმის ჩვენი გალობა
ის ქრისტეს შობას ამოდის
იგი უფ-ალის ალია
სადაც ის მის წესს აწესებს
უფალის სამართალია
ეს ის უფ-ალის ალია
ქრისტეს რომ ფერი უცვ-ალა
მან გაუმკვრივა ზღვის წყალი
თევზი და პური უმრავლა
სანამ უფ-ალის ალს ვერ ვცნობთ
და გზებს ვინათებთ ჰესებით
ჯვარმცმელთა წესით ვიცხოვრებთ
და არა ქრისტეს წესებით
ის დროა წყ-ალთან მივიდეთ
რომ უფ-ალს ვთხოვოთ შენდობა
ვერ ვეღირსებით მშვიდობას
სანამ ის ჩვენ არ გვენდობა
სვანებს ვთხოვ კარგად დაფიქრდენ
მითები სულ მართალია
უფალის ალი იქ არის
სადაც ქალღმერთი დ-ალია
თუ გვინდა გვქონდეს მშვიდობა
და ვიყოთ თავისუფალი
წყ-ალს უნდა ვთხოვოთ წყალობა
და ალს აგვინთებს უფ-ალი!
თუ ამას შევძლებთ ჩათვალე
რომ ასრულდება ღვთის ნება
სადაც უფ-ალის წყ-ალობით
სულ სხვა ეპოქა იწყება!

თუ ძმა ხარ თავს ნუ იწონებ
აქ ხმამაღალი სიტყვებით
რომ გავბრწყინდებით როდესაც
თავისუფლები ვიქნებით
რომ თავს შეაკლავ ბოლომდე
სამშობლოს თავისუფლებას
და თავისუფლებისათვის
დაამხობ ხელისუფლებას
თავს მიეც ბევრის უფლება
თუ გინდა თავისუფლება?
ან ხელებს ბევრის უფლება
თუ გინდა ხელისუფლება?”