23 მარტი, 2022

ძალიან კარგი ამბავი ილია ჭავჭავაძეზე

ილია ჭავჭავაძეზე ძალიან კარგ ამბავს გვიზიარებს ლევან თაქთაქიშვილი:

“გაიხარე, ტანჯულო ერო! საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნთსაცავში მიკვლეულია 73 წიგნადი ერთეული ილია ჭავჭავაძის ბიბლიოთეკის ეგზემპლარი და დიმიტრი ბაქრაძის ბიბლიოთეკის 7 ერთეული.

ეს გამოცემები კი იყო აღრიცხული, მაგრამ არ ვიცოდით, თუ ისინი ილია ჭავჭავაძის ან ბაქრაძის ნაქონი იყო.

რატომ მოხდა ასე? 1937 წელს როცა ბიბლიოთეკას წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფონდი გადაეცა, ამ ფონდში შემავალი ილიას და დიმიტრი ბაქრაძის ბიბლიოთეკები საჯარო ბიბლიოთეკის ფონდებში გაფანტეს. მაშინ პირადი ბიბლიოთეკების შენახვა ბურჟუაზიული გადმონაშთი იყო. 1945 წელს კი ირტყეს თავში ხელი და მას მერე ეძებდნენ, მარა….

ხოდა დღეს, დღეს განცხადდა! გილოცავთ!”