16 მარტი, 2022

ბექა გოჩიაშვილის უდიდესი წარმატება

მუსიკოს ბექა გოჩიაშვილის შემოქმედებით ცხოვრებაში კიდევ ერთი სასიხარულო და მნიშვნელოვანი დღე დადგა.

ქართველმა ხელოვანმა ბუდაპეშტში, ბარტოკის სახელობის საკონცერტო დარბაზში ლეგენდარული ჩიკ კორეას ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოში მიიღო მონაწილეობა, სადაც მაესტროს ტრიოსთან ერთად დაუკრა.

ბექა ბუდაპეშტში ჩიკ კორეას ნაწარმოების Chick Corea: Concerto For Trio – Premiere პრემიერის შესასრულებლად მიიწვიეს.

მუსიკოსებმა ბისზე ჩიკ კორეას ცნობილი თემა ერთად დაუკრეს.