ვახტანგ ღლონტის დიდებული ტექსტი

პოეტ ვახტანგ ღლონტის შემოქმედებიდან “არტინფომ” შეარჩია ერთ-ერთი ლექსი, რომელიც ნამდვილად დიდებულია:

“მე ვუმეორებ რუსს, რომ აფხაზეთი ჩემია…
მე ვუმეორებ ოსს, რომ სამაჩაბლო ჩემია…
მე ვუმეორებ თურქს, ჩემი აჭარა ჩემია…
ეს საბრალდებო დასკვნა და საღმრთო განაჩენია…
ჩემია საინგილო… დავით გარეჯიც ჩემია…
მხოლოდ სისუსტით დავთმე… დროებით შემირჩენია…
შენ, მეზობელო ჩემო, თუმც წაყრუება გჩვევია…
ეს საბრალდებო დასკვნა და საღმრთო განაჩენია…
ჩემია – საზღვარს აქეთ… საზღვარს იქეთაც – ჩემია…
რაც წარმტაცე და რაც ვერ… რაც შენ თვალს გადარჩენია….
დამაცა, გაჩნდეს გმირი, რომელიც გასაჩენია…
ეს საბრალდებო დასკვნა და საღმრთო განაჩენია!…”