15 თებერვალი, 2022

უარყოფილი ნოდარ წულეისკირი

უნიჭიერესი მწერალი ნოდარ წულეისკირი თავის ჩანაწერებში გულწრფელად სწუხდა, რომ უარყოფილი იყო:

“წერა არ შემიძლია, მაგრამ მაინც უნდა დავწერო. ხელი არ მემორჩილება – მაინც უნდა დავწერო! როგორ დავწერო, საიდან დავიწყო, გონებაც დაულაგებულია, რა გამოვა, არ ვიცი. რამდენი ხანია, კალამი ხელში არ ამიღია.

ჩემი ცხოვრება ასე აეწყო: სამოქალაქო ომი, ეროვნული მოძრაობა, ავადსახსენებელი 90-იანი წლები, გადატანილი სირთულეებითა და სიმწარეებით, გამქრალია გონებიდან…

1992 წლიდან შვილის სააგარაკო სახლი სოფელ წერაქვში გახდა ჩემი თავშესაფარი. მაშინ დასრულდა ჩემთვის მწერლობა, სიცოცხლე.

რა უნდა დამეწერა, ვისთვის უნდა დამეწერა? მათთვის, ვინც ტყვია მესროლა?

სოფლის სკოლაში მასწავლებლობა დავიწყე, ქართულს ვასწავლიდი ყმაწვილებს. დავიარებოდი ეული, უარყოფილი და ტვირთად დავატარებდი დაუწერელი, მკვდრადშობილი პერსონაჟებისა და გმირების სახეებს…”