რეჟისორ ლიანა გოგელიას ცხოვრებაში უდიდესი განსაცდელის პერიოდია. მარტოხელა მოხუცს საზოგადოების თანადგომა სჭირდება.
ანი ეცადაშვილი:
“სამწუხაროდ გასაჭირი ცნობადი ადამიანებისათვისაც არსებობს, დიახ, არსებობს გამოჩენილი წარმატებული რეჟისორი – ლიანა გოგელია, რომელიც ყველასათვის ცნობილი სერიალი “ცხელი ძაღლის” გარდაცვლილ ოსკარზე წარდგენილ რეჟისორ (ზაზა ურუშაძესთან ერთად) მეორე რეჟისორი იყო! ახლა? ახლა მორიგი 86 წლის მარტოხელა მოხუცია, რომელსაც წლებია არავინ კითხულობს და პატრონობს.
მიუხედავად წარმატებული ცხოვრებისა, უამრავი თაყვანისმცემლებისა, ბებო არ გათხოვილა, შესაბამისად, არც შვილი ჰყავს, არც შვილიშვილი, აღარც ცოცხალი მეგობრები. ლიანა ბებო მარტოხელა გაუბედურებული მოხუცებულია.
სიტყვებით ვერ გადმოგცემთ მის გაჭირვებას მორალურს, სულიერს. რაც ლიანა ბებომ მითხრა (ყველა ქალი უნდა გათხოვდეს, შვილები გააჩინოს,რათა ჩემსავით გარეთ მყოფ ცხოველებს არ ელაპარაკოსო)
ძალიან გთხოვთ, ჩემო თანაქალაქელებო – მოვიფიქროთ რაიმე, ამ ადამიანმა უამრავი ფილმი, სერიალი გვაჩუქა, ფაქტობრივად სიცოცხლე მოგვიძღვნა. ბებოს მარცხენა ყურში სმენა დაუქვეითდა, ფეხზე დახვეული აქვს ელასტიური ბინტები, ტრომბი რომ არ დაიძრას და ფატალური შედეგი არ დადგეს! კატარაქტა, არითმია…- ასაკის თანმხლები დაავადებებით არის დახუნძლული. პენსიით საკვები ასეა თუ ისე აქვს, მაგრამ მის კვლევებს და მკურნალობას ოპერაციის ხარჯებს, სამწუხაროდ, ვერ ვუზრუნველყოფ.
მე მჯერა თქვენი, რომ ხართ ის ადამიანები, ვინც ლიანა ბებოს საქართველოს წინაშე ღვაწლს დაუფასებს და მარტოსულ და დუხჭირ წუთისოფელში ოდნავ მაინც გაუმარტივებს ცხოვრებას და გაუხარებს გულს.”
თბს.ბანკი: GE78TB7771545061100092
საქ.ბანკი: GE20BG0000000101175912
მიმღები: ანა ეცადაშვილი
