7 თებერვალი, 2022

ნუნუ დუღაშვილის სიმღერით მოხიბლული ელა ფიცჯერალდი

კომპოზიტორ ნუნუ დუღაშვილის შემოქმედება რომ ნამდვილი მარგალიტია ქართულ კულტურაში, ამაზე არავინ დავობს.

მისი სიმღერები მრავალფეროვანია და სწორედ ამიტომ ჭირს კონკრეტული მიმართულების ჩარჩოში მოაქციო.

უნიჭიერესი კომპოზიტორი მუსიკით ბავშვობიდან დაინტერესდა. ალბათ ბევრისთვის დაუჯერებელია, მაგრამ პირველი ნაწარმოები “პატარა მწყემსის სიმღერა” 5 წლის ასაკში დაწერა.

გიული ჩოხელის მიერ ნამღერმა ნუნუ დუღაშვილის სიმღერამ კი ელა ფიცჯერალდი მოხიბლა.

ანი ანდრონიკაშვილი:

“ბავშვობიდან უნიჭიერესი იყო, 5 წლის ასაკში შექმნა პირველი ნაწარმოები “პატარა მწყემსის სიმღერა”.

კონსერვატორიაში სწავლის პერიოდში გატაცებული იყო ჯაზით. მის მიერ დაწერილი სიმღერით მომღერალმა გიული ჩოხელმა, პრაღაში, მსოფლიო ფესტივალზე გამართულ კონკურსში, რომლის თავმჯდომარე ელა ფიტჯერალდი იყო, პირველი ადგილი და ოქროს მედალი დაიმსახურა.

მისი სიმღერებისათვის დამახასიათებელია ეროვნული კოლორიტი, ხალხურ მელოდიებთან სიახლოვე. იგი თავისი სიმღერების საუკეთესო ინტერპრეტატორია.

უზომოდ უყვარს თავისი ქვეყანა და ყველა კუთხეს ჰიმნი დაუწერა! მის სიმღერებს ხალხი მღერის “კახეთო”-ზე არაფერს ვამბობ, არც “იმერეთის ნიავზე”, “ბათუმი რად ღირს მარტო?” და “გადამრიე, გადამრიე?”