ნომადი ბართაია: “მრცხვენია!”

პოეტი ნომადი ბართაია საზოგადოებას გულწრფელად უმხელს თავის გულისტკივილს და აცხადებს, რომ ბევრი რამის გამო რცხვენია:

“მე მრცხვენია

იქნებ, ახლა რასაც ვამბობ,
გასამხელი აღარც კია:
მე მრცხვენია, რომ მახურავს,
მე მრცხვენია, რომ მაცვია.
ან ეს ჭერი რაღად მინდა,
ან გათბობა – რაღად ამ დროს.
მე მრცხვენია, რომ არ მაწვიმს,
მე მრცხვენია, რომ არ მათოვს.
ამდენი რომ შიმშილისგან
სულის ამოხდომაშია,
ლუკმა ყელში არ გადამდის,
მე მრცხვენია, რომ არ მშია.
სარკეში არ ვიხედები,
ასე ყოფნა მირჩევნია,
უკვე საკუთარი თავის
შეხედვისაც კი მრცხვენია.”