6 თებერვალი, 2022

ნინო კასრაძის ძალიან კარგი გამოსვლა

მსახიობმა ნინო კასრაძემ თავის ათასობით მაყურებელს არაჩვეულებრივი სიტყვებით მიმართა.

მან “თავისუფალი ლიტერას” დაჯილდოების ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა და საზოგადოების უსიყვარულობის მიზეზებზე ისაუბრა:

„ჩვენ ტყვენი ვართ ჩვენი შიშების, კომპლექსების, უვიცობის, ხშირად გაუნათლებლობის, გვეშინია ვაღიაროთ ჩვენი არასრულფასოვნების კომპლექსი, გვეშინია ვაღიაროთ, რომ რაღაცა არ ვიცით, ამის გამო მერე არც სიყვარული შეგვიძლია, არც თანაგრძნობა შეგვიძლია, არც გაზიარება შეგვიძლია, არც სოლიდარობა შეგვიძლია,  ამ გრძნობებისგან სრულიად დაცლილები ვართ.”